logo
ENG



კუბილიუსი: შესაძლოა, ქართველებს მოუწიოთ არჩევა - ან ქართული ოცნება, ან ევროკავშირი

10 ნოე 202111:04
3 წუთის საკითხავი
 
კუბილიუსი: შესაძლოა, ქართველებს მოუწიოთ არჩევა - ან ქართული ოცნება, ან ევროკავშირი

მედია პროექტ სასაზღვრო ზონის მიერ ორგანიზებულ, საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და დასავლეთში ინტეგრაციის შესახებ დისკუსიაში, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ ქართველ ხალხს შესაძლოა დაუდგეს მომენტი, როცა მოუწევს არჩევანი გააკეთოს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნასა და ევროკავშირში ინტეგრაციას შორის. 

კუბილიუსმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული ოცნების შეცდომები ხელს უშლის საქართველოს იმიჯს და აზიანებს ქართველი ხალხის ევროკავშირისა და ნატოსკენ მისწრაფებას. 

მან მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რადგან არ აქვს იმედი, რომ მისი განცხადებები მმართველ პარტიას სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს შეაცვლევინებს. 

„ის, თუ როგორ ექცევა მმართველი პარტია სააკაშვილს, ძალზე ცუდია. მე არ მჯერა, რომ ჩემი განცხადებები მმართველ პარტიას შეაცვლევინებს მათ ქცევას, მაგრამ გამოვიყენებ შესაძლებლობას, მივმართო პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს. შიმშილობით მან უკვე მიაღწია ბევრს, მიიპყრო ყურადღება იმაზე თუ რა ხდება დღეს საქართველოში. ჩემი, როგორც საქართველოს მეგობრის თხოვნაა მან შეწყვიტოს შიმშილობა. 

მე მქონდა ქართული ოცნების წარმომადგენლებთან გასაუბრების შესაძლებლობა და ვცდილობდი, ამეხსნა მათთვის, თუ რა სახის შეცდომებს უშვებდნენ. ეს ყველაფერი საქართველოს ძალზედ ცუდ იმიჯს უქმნის, არა მხოლოდ მთავრობას, არამედ ზოგადად ქვეყანას. ეს მართლაც ზიანს აყენებს ქართველი ხალხის სურვილს და მისწრაფებას შეუერთდნენ ეევროკავშირსა და ნატოს.

არ გამიკვირდება, რომ დადგეს დრო, როცა საქართველოს მოსახლეობას მოუწევს არჩევანის გაკეთება, ან ქართული ოცნება ქვეყნის სათავეში ან ევროკავშირში ინტეგრაცია" - განაცხადა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა. 


close დახურვა